ონლიან ვებინარი „Fit-For-Purpose Training“ 25.02.2021
25 თებერვალი 2021


2021 წლის 25 თებერვალს ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალი დაესწრო ონლიან ვებინარს „„Fit-for-purpose training“.

ვებინარი ჩაატარა დარგის სპეციალისტებმა, რომლებმაც იმსჯელეს სხვადასხვა სახის ტრენინგის ეფექტურობაზე, არსებული სასწავლო პროგრამების შესაბამისობაზე, საბორტო გამოცდილების ეფექტურობასა და შეფასების ამჟამინდელ პრაქტიკაზე და ასევე, ყურადღება გამახვილებულ იქნა თანამედროვე გემებზე მუშაობისთვის საჭირო კომპეტენციებზე.

ვებინარი The Nautical Institute-ის მიერ იყო ორგანიზებული.