ტრენინგი ორგანიზაციული მართვისა და საბჭოების ფუნქციონირების საკითხებზე
2025 წლის 12 მარტს, ბნსუ-ში გაიმართა მიზნობრივი ტრენინგი აკადემიური და ფაკულტეტის საბჭოების წევრებისთვის.
ტრენინგის მიზანი იყო მართვის ორგანოების ეფექტიანი ფუნქციონირების მხარდაჭერა და ინსტიტუციური მართვის ხარისხის გაუმჯობესება. მონაწილეებმა მიიღეს დეტალური ინფორმაცია საბჭოების უფლებამოსილებების, პასუხისმგებლობებისა და გადაწყვეტილების მიღების პროცედურების შესახებ. განხილულ იქნა ინტერესთა კონფლიქტის იდენტიფიცირებისა და მართვის პრაქტიკული ასპექტები. ტრენინგის ფარგლებში წარმოდგენილი იყო რეალური შემთხვევების ანალიზი და საუკეთესო პრაქტიკები.
ღონისძიებამ ხელი შეუწყო საბჭოების წევრების პროფესიული კომპეტენციების გაძლიერებას.
