სიახლეები უკან

პირველკურსელთა ადაპტაციისა და სოციალიზაციის პროგრამის პირველი ეტაპი

30 სექტემბერი 2025

2025 წლის 15–30 სექტემბერს, ბნუ-ში პირველკურსელთა ადაპტაციისა და სოციალიზაციის გეგმის პირველი ეტაპის შეხვედრების სერია ჩატარდა. აღნიშნული აქტივობის მთავარი მიზანია სტუდენტთა სწრაფი და ეფექტიანი ინტეგრაცია აკადემიურ და სოციალურ გარემოში.

პირველკურსელებს შეხვდნენ ფაკულტეტების დეკანები და საგანმანათლებლო პროგრამების ხელმძღვანელები, სტუდენტთა რეგისტრაციის, გამოცდების, შეფასებისა და მონიტორინგის სამსახურის, სტუდენტური სერვისების სამსახურის,  შრომის უსაფრთხოების სამსახურის, ბიბლიოთეკის, საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის, ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის, საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურისა და სტუდენტური თვითმმართველობის წარმომადგენლები, ასევე, იურისტი და პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი. სტუდენტებმა მიიღეს დეტალური ინფორმაცია აღნიშნული სამსახურების საქმიანობისა და სერვისების შესახებ, მათ შორის, გაეცნენ ისეთ საკითხებს როგორიცაა:

  • სასწავლო პროცესის სტრუქტურა და აკადემიური პროცესის სპეციფიკა
  • რეგისტრაციისა და შეფასების პროცედურები
  • სტუდენტთა საჭიროებებზე მორგებული მხარდაჭერის მექანიზმები
  • უსაფრთხოების დაცვის ნორმები და პრევენციული ღონისძიებები
  • უნივერსიტეტის შიდა რეგულაციები და სამართლებრივი მხარდაჭერის მექანიზმები
  • მონაცემთა უსაფრთხოების დაცვის ნორმები
  • გაცვლითი პროგრამები და საზღვარგარეთ სწავლის შესაძლებლობები
  • საბიბლიოთეკო რესურსები, სერვისები და მათი გამოყენების წესები
  • კომუნიკაციის არხები და საინფორმაციო რესურსების ხელმისაწვდომობა
  • თვითმმართველობის სტრუქტურა და სტუდენტთა ჩართულობის შესაძლებლობები
  • ხარისხის მონიტორინგისა და შეფასების მექანიზმები.

ადაპტაციისა და სოციალიზაციის გეგმა სულ სამ ეტაპს მოიცავს, რაც ითვალისწინებს პირველკურსელების აქტიურ ჩართვას სტუდენტურ ცხოვრებაში.