სიახლეები უკან

პირველკურსელთა საყურადღებოდ!

25 აგვისტო 2026

აბიტურიენტთა რეგისტრაცია, რომლებიც 2026 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების საფუძველზე მოიპოვებენ სწავლის გაგრძელების უფლებას ბნუ-ს საბაკალავრო პროგრამებზე, განხორციელდება 2026 წლის 01 სექტემბრიდან 10 სექტემბრის ჩათვლით, 18:00 საათამდე.

იმისთვის, რომ აბიტურიენტმა მოიპოვოს სტუდენტის სტატუსი და ჩაერთოს სასწავლო პროცესში, საჭიროა შემდეგი ეტაპების გავლა:

I ეტაპი - რეგისტრაცია

  • სარეგისტრაციო განცხადება რექტორის სახელზე (შეივსება საბუ­თე­ბის ჩაბარების დროს, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შე­მ­თ­ხ­ვევებში განც­ხა­დებას ავსებს და ხელს აწერს პირის კანონიერი წარმომადგენელი);
  • პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის (პირადობის მოწმობის/ID ბარათის) ასლი (უც­­­ხო ქვეყნის მოქალაქე - პასპორ­ტის/პირადობის მოწმობის ასლი და სანო­ტა­რო წე­სით და­მო­წმებული თარგმანის დედანი);
  • 4 ფოტოსურათი 3x4 და ელ. ვერსია (CD/DVD დისკზე);
  • სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტი – სამხედრო აღრიცხვას დაქვემდებარებული საქართველოს მოქალაქეებისთვის;
  • სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის (ატესტატის) ნოტარიულად დამოწმებული ასლი;
  • სხვა ქვე­ყ­­­ნის საგანმანათლებლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბაში გა­ნა­თ­ლე­­ბის მიღების შემთხვევაში - განათლების დამადას­ტუ­რე­ბე­ლი დოკუმენტის სანოტარო წე­სით დამოწ­მე­ბუ­ლი ქართულენოვანი თარგმანი და განათ­ლე­ბის აღია­რე­ბის დოკუ­მენტი (დედანი/სანოტარო წე­სით და­მო­წმებული ასლები);

შენიშვნა:

  • სა­ზ­ღ­ვაო სფეროს საბაკალავრო პროგრამის შემთხვევაში (საზღვაო ნავიგაცია, გემის მექანიკა) - სამედიცინო შემოწმების ფორმა #100/ა (დედანი), გაცემული უფლებამოსილი სამედიცინო დაწესებულების მიერ (მეზღვაურთა სამედიცინო ცენტრი "საგიტარიუსი").

 

II ეტაპი - სასწავლო ხელშეკრულების გაფორმება და თანხის გადახდა

სტუდენტის ხელშეკრულების გაფორმება მოხდება ყველა საჭირო დოკუმენტის წარმოდგენისა და რეგისტრაციის წარმატებით გავლის შემდგომ.

2026-2027 სასწავლო წლის პირველსემესტრელ სტუდენტთათვის სწავლის საფასურის გადახდის ბოლო ვადა არის 10 სექტემბრის 18:00 საათი.

სტუდენტებს, რომლებიც დადგენილ ვადაში არ გადაიხდიან სწავლის საფასურს, შეუჩერდებათ სტუდენტის სტატუსი, რომელიც იგივე სემესტრში აღდგენას არ ექვემდებარება.

 

III ეტაპი – სასწავლო პროცესის დაწყება

სასწავლო პროცესი დაიწყება 14 სექტემბერს.

 

რეგისტრაციასთან დაკავშირებით ინფორმაციისა და კონსულტაციისთვის მიმართეთ ბნსუ-ს სტუდენტთა რეგისტრაციის, გამოცდების, შეფასებისა და მონიტორინგის სამსახურს: II სართული, ოთახი N218.

 

დამატებითი ინფორმაცია

საფასურის გადახდა

გთხოვთ, გამოიყენოთ შემდეგი საბანკო რეკვიზიტები და აუცილებლად მიუთითოთ სტუდენტის პირადი ნომერი.

მიმღების დასახელება: ბათუმის ნავიგაციის  უნივერსიტეტი

ანგარიშის ნომერი, ვალუტა GE51TB7462636080100005 GEL

ბანკის დასახელება: ს.ს “თიბისი ბანკი”, საქართველო

ბანკის კოდი: TBCBGE22