სიახლეები უკან

რექტორთა საბჭო

13 იანვარი 2026

2026 წლის 13 იანვარს, ბნუ-ს ადმინისტრაციის ხელმძღვანელი-კანცლერი, ლალი ხვედელიძე, რექტორთა საბჭოს სხდომას დაესწრო, რომელიც ქალაქ ქუთაისში, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩატარდა.

სხდომას საქართველოს სახელმწიფო და კერძო უნივერსიტეტების რექტორები და წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

სხდომაზე, რომელიც განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის გივი მიქანაძის ხელმძღვანელობით წარიმართა, უმაღლესი განათლების სისტემის რეფორმის ფარგლებში მიმდინარე პროცესები განიხილეს და სამომავლო გეგმებზე იმსჯელეს.

საუბარი შეეხო 2025–2026 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის სტუდენტთა მობილობას, პროგრამების კრედიტების მოცულობისა და ტრანსფორმირების საკითხებს, ასევე უნივერსიტეტების მიერ ანკეტა-კითხვარის შევსებისა და წარდგენის ვადებს. შეხვედრა კითხვა-პასუხის ფორმატში გაიმართა და მონაწილეებმა ერთობლივი გადაწყვეტილებები მიიღეს.

წყარო: განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო