საჯარო განხილვა დაინტერესებულ მხარეებთან
7 მარტი 2024
2024 წლის 7 მარტს გაიმართა ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტის საზღვაო - საინჟინრო ფაკულტეტის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამებისა „საზღვაო ნავიგაცია“; გემი მექანიკა“ და ბნსუ-ს ახალი მისიის, ხედვისა და ღირებულებების საჯარო განხილვა ბნსუ-ს დაინტერესებულ მხარეებთან.
შეხვედრის ფარგლებში დაინტერესებულ მხარეებს წარედგინა მოდიფიცირებული, ახალ დარგობირვ მახასიათებელთან შესაბამისობაში მოყვანილი საგანმანათლებლო პროგრამები. ასევე, განხილულ იქნა ბნსუ-ს ახალი მისიის, ხედვისა და ღირებულებების პროექტი.
შეხვედრის მონაწილეებმა დააფიქსირეს თავიანთი მოსაზრებები განხილულ საკითხებთან დაკავშირებით და გაიცა შესაბამისი რეკომენდაციები.
შეხვედრის ფარგლებში ხელი მოეწერა თანამშრომლების მემორანდუმს ბნსუ-სა და საკრუინგო კომპანია შპს Luncent Georgia-ს შორის.
საჯარო განხილვას 14 საკრუინგოს წარმომადგენელი, პროგრამების განმახორციელებელი პერსონალი, კურსდამთავრებულები და სტუდენტები ესწრებოდნენ.
