სიახლეები უკან

საჯარო ლექცია ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტში 23.01.2020

23 იანვარი 2020

 

82766907_3230966343580597_8762775900036005888_n.jpg

საჯარო ლექცია ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტში

საჯარო ლექცია ’’ევროპა - საქართველოს ტრადიციული არჩევანი“ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტში 21 იანვარს ჩატარდა. უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას პოეტი და ფილოსოფოსი რატი ამაღლობელი და მწერალი და სცენარისტი ნესტან კვინიკაძე სტუმრობდნენ.

ვინ ვართ? სად ვართ? როგორი ცნობიერება გვაქვს? რა ურთიერთობა გვქონდა გასული საუკუნეების განმავლობაში ევროპასთან და ამჟამად რა საერთო ღირებულებები გაგვაჩნია?- ამ საკითხებზე ისაუბრეს რატი ამაღლობელმა და ნესტან კვინიკაძემ  და ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტისა და მახინჯაურის საზღვაო ლიცეუმის სტუდენტების კითხვებსაც უპასუხეს.

„ ევროპულ ღირებულებებზე, მის დემოკრატიულობასა და პლურალურობაზე საუბრისას, შეუძლებელია ხაზი არ გავუსვათ ქრისტიანობას ანუ ჩვენს უმთავრეს მაკავშირებელს ევროპასთან. ის რომ ჩვენ ევროპული ღირებულებების მქონე ერი ვართ, ეს ნათლად ჩანს ,,ვეფხისტყაოსანშიც", რომელშიც ადამიანი არათუ შეესაბამება ევროპულ მსოფლმხედველობას, არამედ ქმნის თანამედროვე ევროპისთვის ადამიანის უმაღლეს ღირებულებებს“- აღნიშნა ფილოსოფოსმა რატი ამაღლობელმა.

ჩვენი ქვეყნის ევროპისკენ მიმავალ გზაზე ისაუბრა მწერალმა და სცენარისტმა ნენე კვინიკაძემაც, რომელმაც განაცხადა, რომ ევროპული ღირებულებების გაზიარება არ ნიშნავს ქართულ ტრადიებზე უარის თქმას.

საჯარო ლექცია „ევროპა - საქართველოს ტრადიციული არჩევანი“ ფონდ „ღია საზოგადოება საქართველოს“ მიერ მხარდაჭერილი პროექტის ფარგლებში გაიმართა. პროექტი 2020 წელს დაიწყო და პირველი რეგიონი, სადაც აქტივობა დაიგეგმა, აჭარაა. ამავე პროექტის ფარგლებში საჯარო ლექციებს ლაშა ბუღაძე, დათო ტურაშვილი და პაატა შამუგია ჩაატარებენ.