საჯარო ლექცია ბნუ-ში
2025 წლის 9 დეკემბერს, ბნუ-ში გაიმართა საჯარო ლექცია თემაზე: „თანამედროვე მიდგომები მდგრადი საზღვაო ტურისტული დანიშნულების ადგილების იდენტიფიცირებისთვის – მარკეტინგის გამოყენება დანიშნულების მართვასა და მათი საზღვაო იდენტობის განსაზღვრაში“, რომელიც მონტენეგროს უნივერსიტეტის საზღვაო ფაკულტეტის პროფესორმა, სენკა ივოშევიჩმა ჩაატარა.
სტუმარმა სტუდენტებთან და პროფესიულ სტუდენტებთან ერთად იმსჯელა საზღვაო ტურიზმის მდგრადი განვითარების მნიშვნელოვან ასპექტებზე, მარკეტინგული ინსტრუმენტების გამოყენების მნიშვნელობაზე და იმაზე, თუ როგორ შეიძლება საზღვაო იდენტობის გაძლიერება რეგიონული ტურისტული მიმართულებების წარმატებისათვის.
ლექცია ჩატარდა ინტერაქტიულ ფორმატში, მონაწილეებს შესაძლებლობა მიეცათ დაესვათ კითხვები და გაეზიარებინათ საკუთარი ხედვები. ღონისძიება ხელს უწყობს საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავებასა და სტუდენტებისთვის თანამედროვე ცოდნის მიწოდებას საზღვაო სფეროში.
