სიახლეები უკან

საჯარო ლექცია: ეკოლოგიური გამოწვევები და ინოვაციური ტექნოლოგიები გემის შიგა წვის ძრავებში

12 ივნისი 2025

2025 წლის 11 ივნისს, ბნსუ-ს სტუდენტებისა და პროფესიული სტუდენტებისთვის გაიმართა საჯარო ლექცია: „ეკოლოგიური გამოწვევები და ინოვაციური ტექნოლოგიები გემის შიგა წვის ძრავებში“. ლექციას უძღვებოდა მამუკა ტეტემაძე - უფროსი მექანიკოსი, ბნსუ-ს მოწვეული სპეციალისტი და საერთაშორისო საზღვაო მომზადების ცენტრის ინსტრუქტორი.

მომხსენებელმა მიმოიხილა თანამედროვე საზღვაო ინდუსტრიაში არსებული ეკოლოგიური გამოწვევები და ისაუბრა შიგა წვის ძრავების მიმართულებით არსებული ინოვაციური ტექნოლოგიების შესახებ, რომლებიც მიმართულია საზღვაო ტრანსპორტის მიერ გამონაბოლქვის შემცირებისა და გარემოსდაცვითი სტანდარტების დაცვისკენ.

ბ-მა მამუკა ტეტემაძემ თავისი მრავალწლიანი გამოცდილებიდან პრაქტიკული მაგალითებიც მოიყვანა და დამსწრეებს მნიშვნელოვანი რეკომენდაციები გაუზიარა.