საჯარო ლექცია „კიბერუსაფრთხოება და ჰიბრიდული ომი“
18 აპრილი 2022
2022 წლის 18 აპრილს ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტის პერსონალი და სტუდენტები დაესწრო საჯარო ლექციას თემაზე „კიბერუსაფრთხოება და ჰიბრიდული ომი“ დაესწრო.
შეხვედრაზე განხიული იქნა ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები როგორიცაა, კიბერუსაფრთხოება საქართველოში, მისი მნიშვნელობა ანტიდასავლური პროპაკანდის საფრთხეების წინააღმდეგ ბრძოლაში და სტარტკომის, როგორც ყველაზე მნიშნველოვანი ანტიდასავლური პროპაგანდის გამოყენება საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში.
შეხვედრას კიბერუსაფრთხოების საგანმანათლებლო კვლევითი ცენტრის CYSEC-ის დამფუძნებელი ანდრო გოცირიძე და საგარეო საქმეთა სამნისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის რეგიონალური წარმომადგენელი აჭარაში ირმა გაბინაშვილი უძღვებოდა.
შეხვედრა, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის „დასავლური ინტეგრაციის პროცესის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა რეგიონებში“ ფარგლებში გაიმართა.
აღნიშნულ პროექტს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს „საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ“ ახორციელებს და მის ფარგლებში პერმანენტულად ეწყობა მსგავსი ტიპის შეხვედრები.
შეხვედრა ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკის ამერიკულ კუთხეში გაიმართა.
