საჯარო ლექცია: მარტივი ნავიგაცია კადეტებისთვის
2025 წლის 21 მარტს, ბნსუ-ში გაიმართა საჯარო ლექცია თემაზე „მარტივი ნავიგაცია კადეტებისთვის“. ლექციას უძღვებოდა ილია ნიქაბაძე – მეზღვაური, მესამე თანაშემწე და ჩვენი უნივერსიტეტის კურსდამთავრებული.
მომხსენებელმა სტუდენტებს საკუთარი პროფესიული გამოცდილება გაუზიარა და ისაუბრა იმ ნაბიჯებსა და გამოწვევებზე, რაც მეზღვაურის კარიერის განვითარების გზაზე გაიარა. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო პრაქტიკულ რჩევებს, რაც მომავალი მეზღვაურებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.
გარდა ამისა, ილიამ სტუდენტებს გააცნო თავისი საინფორმაციო გვერდი "მარტივი ნავიგაცია", რომლის დახმარებითაც ის საჭირო ინფორმაციასა და პრაქტიკულ ცოდნას აზიარებს, როგორც დამწყები, ასევე მოქმედი მეზღვაურებისთვის.
