საჯარო ლექცია ,,საზღვაო ინდუსტრიის გამოწვევები“
25 ოქტომბერი 2023
2023 წლის 25 ოქტომბერს, დარგის პოპულარიზაციის მიზნით დაგეგმილი ლექციების ფარგლებში, ბათუმის ნავიგაციის სასწავლ უნივერსიტეტის ინგლისურენოვანი საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა ,,საზღვაო ნავიგაციის“ სტუდენტებისათვის გაიმართა საჯარო ლექცია თემაზე ,,საზღვაო ინდუსტრიის გამოწვევები“.
ლექციას უძღვებოდა შორეული ნაოსნობის კაპიტანი, ბნსუ-ს ასისტენტ-პროფესორი ლევან დავითაძე.
ლექციაზე განხილულ იქნა ისეთი საკითხები, როგორებიცაა უსაფრთხოება გემზე, მეზღვაურთა პასუხისმგებლობა, გემთმფლობელისა და ტვირთმფლობელის მოთხოვნები, დანიშნულების პორტში არსებული რეგულაციები, გარემოსდაცვითი გამოწვევები.
ლექციის მეორე ნაწილი დაეთმო დისკუსიას, რომლის დროსაც სტუდენტებმა და კაპიტანმა ლ. დავითაძემ ისაუბრეს შტორმის დროს მეზღვაურთა ქცევაზე, პროფესიული ფსიქოლოგიის მომენტებზე; ასევე განიხილეს მოთხოვნა ქალ მეზღვაურებზე დამსაქმებელთა მხრიდან, ეკიპაჟის წევრთა დამოკიდებულება მანდილოსანი მეზღვაურისადმი, დასაქმების პერსპექტივები.
