საჯარო ლექცია საზღვაო შრომის კონვენციის შესახებ
2025 წლის 26 ნოემბერს, ბნუ-ში გაიმართა საჯარო ლექცია თემაზე: „საზღვაო შრომის კონვენცია: მეზღვაურთა საერთაშორისო საზღვაო მინიმალური სტანდარტები“.
ლექციას უძღვებოდა ბნუ-ს მოწვეული სპეციალისტი, იურისტი მარიამ ჯაყელი, რომელმაც სტუდენტებს გააცნო კონვენციის მნიშვნელობა გემთმფლობელებისა და მეზღვაურებისთვის. დამსწრეებმა მიიღეს ინფორმაცია საერთაშორისო სტანდარტებზე, არსებულ პრაქტიკასა და იმ ძირითად საკითხებზე, რომლებიც უშუალოდ გავლენას ახდენს მეზღვაურების სამუშაო პირობებსა და კეთილდღეობაზე.
ღონისძიებას ბნუ-ს სტუდენტები და პროფესიული სტუდენტები დაესწრნენ.
ლექცია ბნუ-ს ბიბლიოთეკის ინიციატივითა და ორგანიზებით ჩატარდა.
