საჯარო ლექცია: The Second Generation of Intact Ship Stability Criteria – the Future Approach to the Assessment of Ship Stability Safety
2026 წლის 1 ივლისს, ბნუ-ში გაიმართა საჯარო ლექცია, რომელსაც უძღვებოდა დოქტორი პაველ ხორაბი, პოლონეთის შეცინის საზღვაო უნივერსიტეტის (Maritime University of Szczecin) ოკეანის ინჟინერიისა და გემთმშენებლობის დეპარტამენტის წარმომადგენელი.
ლექცია თემაზე „The Second Generation of Intact Ship Stability Criteria – the Future Approach to the Assessment of Ship Stability Safety“ ბნუ-ს სტუდენტებისა და პროფესიული სტუდენტებისთვის ჩატარდა.
შეხვედრის ფარგლებში მომხსენებელმა განიხილა გემების მდგრადობის შეფასების თანამედროვე მიდგომები, მეორე თაობის უცვლელი (Intact) მდგრადობის კრიტერიუმების დანერგვის აუცილებლობა, საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის (IMO) მიერ შემუშავებული ახალი მოთხოვნები და მათი მნიშვნელობა თანამედროვე გემების უსაფრთხო ექსპლუატაციისთვის. ასევე, ყურადღება გამახვილდა იმ გამოწვევებზე, რომლებიც დაკავშირებულია ექსტრემალურ ამინდსა და დინამიკურ საზღვაო პირობებში გემების მდგრადობის შეფასებასთან.
ლექცია ინტერაქტიულ ფორმატში წარიმართა. მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ დაესვათ შეკითხვები და მიეღოთ ამომწურავი პასუხები საერთაშორისო გამოცდილების მქონე სპეციალისტისგან.
ბნუ უკვე წლებია თანამშრომლობს შეცინის საზღვაო უნივერსიტეტთან და ახორციელებს სტუდენტებისა და პერსონალის გაცვლის პროგრამებს. ვიზიტი ERASMUS+ საერთაშორისო კრედიტ მობილობის პროგრამის ფარგლებში ხორციელდება.
