საჯარო ონლაინ-ლექცია „პირველგამსვლელთა თავისუფლება“ 26.05.2020

2020 წლის 26 მაისს, ბნსუ-ს სტუდენტებისთვის, აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალისთვის ონლაინ საჯარო ლექცია „პირველგამსვლელთა თავისუფლება“ ჩატარდა. ლექცია ჩაატარა ფილოლოგიის დოქტორმა, პროფესორმა ნათია მიქელთაძე.
„ცივილიზაცია მყარად დგას პირველგამსვლელებზე, პიონერებზე, იმ ადამინებზე, რომლებიც ,,უვალი გზის გათელვის’’ ოცნებით ატაცებულნი, თავს წირავენ იდეას, რომლისაც სჯერათ.
პირველგამსვლელები ყოველთვის იღუპებიან, სამაგალითოდ ან ჩუმად და მივიწყებულად, დიდებას მოკლებულნი. ისინი მუდამ გაკიცხვისა და გაუტანლობის მსხვერპლად იქცევიან, მათ გმობენ და ებრძვიან, თუმცა სწორედ ისინი იქცევიან ახალი ეპოქის დასაწყისად, მათ გადაჰყავთ კაცობრიობა არსებობის თვისობრივად ახალ საფეხურზე, ისინი ცვლიან სამყაროს.
თავისუფლება ღრმადპიროვნული კატეგორიაა. ყოველ ადამიანს თავისი წილი თავისუფლება აქვს, საკუთარ თავთან და გარე სამყაროთან ბრძოლაში მოპოვებული. და მაინც, არსებობენ ადამიანები, და მათ კვადაკვალ - ლიტერატურული გმირები, რომელთა გარეშეც, თავისუფლება ბორკილებშხსნილ მონობად შეიძლებოდა დარჩენილიყო”.
ლექცია საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს მიეძღვნა.
საჯარო ონლაინ-ლექცია აპლიკაცია Zoom-ის გამოყენებით ჩატარდა.

