სიახლეები უკან

საერთაშორისო კონფერენცია შავი ზღვის თანამშრომლობის შესახებ. 10.02.2021

11 თებერვალი 2021

148434975_4318785838131970_8601854959489753017_o.png

? 2021 წლის 10 თებერვალს ბნსუ-ს აკადემიური პერსონალი და სტუდენტები საერთაშორისო კონფერენციას „International Conference on Black Sea Cooperation” დაესწრნენ. ? კონფერენცია გახსნა შავი ზღვის საზღვაო უნივერსიტეტების ასოციაციის (BSAMI) თავჯდომარემ, პირი რეისი უნივერსიტეტის რექტორმა ბატონმა ორალ ერდოღანმა. ? კონფერენციაზე მოხსენებით წარსდგა ბნსუ-ს საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის უფროსი გიორგი გაბედავა. მან დამსწრე საზოგადოებას წარუდგინა მოხსენება თემაზე „Challenges Caused by COVID19, Solution found, Current Situation and Future Plans’’. ? მოხსენების ფარგლებში, ძირითადი აქცენტი გაკეთებული იყო ბნსუ-ს მიერ პანდემიასთან ბრძოლის საუკეთესო პრაქტიკაზე, რომელიც გამოყენებული იქნა სასწავლო პროცესის ონლაინ ფორმატში გაგრძელებასა და მისი უწყვეტობის შენარჩუნებაზე. ასევე, უნივერსიტეტის მიერ დაგეგმილი აქტივობების შესახებ. ? მოხსენების შემდეგ გაიმართა დისკუსია და კითხვა-პასუხის ფორმატი. ? ბნსუ-ს რექტორი ბატონო პარმენ ხვედელიძე მიწვეული იყო, როგროც კონფერენციის სამეცნიერო ბორდის წევრი. ? კონფერენცია შავი ზღვის საზღვაო უნივერსიტეტების ასოციაციის (BSAMI) მიერ იყო ორგანიზებული და მასში გარდა წევრი უნივერსიტეტების წარმომადგენლებისა, მონაწილეობას იღებდნენ ევროკომისიის, ბალკანეთისა და შავი ზღვის კომისიის, შავი ზღვის საერთაშორისო ცენტრისა და სხვა წარმომადგენლები.