საერთაშორისო კონფერენციაში „SEAS OF TRANSITION: SETTING A COURSE FOR THE FUTURE“ 09.09.2021

ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა მონაწილეობა მიიღეს საერთაშორისო კონფერენციაში „SEAS OF TRANSITION: SETTING A COURSE FOR THE FUTURE“.
კონფერენცია საზღვაო ლექტორთა საერთაშორისო ასოციაციისა (IMLA) და მსოფლიო საზღვაო უნივერსიტეტის (WMU) მიერ იყო ორგანიზებული.
კონფერენციაში მონაწილეობა მიიღო ბნსუ-ს პროფესორმა გიორგი გაბედავამ და საერთაშორისო საზღვაო მომზადების ცენტრის კოორდინატორმა გურამ კაკაბაძემ. მათ მოამზადეს ნაშრომი თემაზე „The needs, challenges and prospects of maritime education and training in Georgia“, შესაბამისად გაკეთდა მოხსენება. პლენარული სესია გაიმართა კონფერენციის ფარგლებში, სადაც მომხსენებლებმა დასმულ კითხვებს უპასუხეს.
კონფერენცია საზღვაო ლექტორთა საერთაშორისო ასოციაციის (IMLA) პრეზიდენტმა - , Jin Yongxing და მსოფლიო საზღვაო უნივერსიტეტის პრეზიდენტმა (WMU) - Cleopatra Doumbia-Henry გახსნეს.
კონფერენციას დაახლოებით 80 მომხსენებელი ყავდა მსოფლიოს სხვადასხვა საზღვა საგანმანათლებლო დაწესებულებებიდან.
ბნსუ, როგორც ასოციაციის წევრი უნივერსიტეტი ყოველწლიურად მონაწილეობს ასოციაციის მიერ ოგრანიზებულ ყოველწლიურ კონფერენციაში.
კონფერენცია 2021 წლის 8 სექტემბერს დაიწყო და 2021 წლის 10 სექტემბერს დამთავრდება.

