საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია

"თანამედროვე საზღვაო ტექნოლოგიები, სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პრობლემები და მათი გადაჭრის გზები“- მეზღვაურთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი V (საიუბილეო) საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა. ღონისძიება ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტის რექტორმა, პარმენ ხვედელიძემ გახსნა. დამსწრეებს სიტყვით მიმართა ასევე საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორმა თამარ იოსელიანმა.
საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაზე 100-მდე მომხსენებელი იყო, მათ შორის სხვადასხვა ევროპული ქვეყნიდან. ღონისძიებაზე წარდგენილი იყო 10 ქართული უნივერსიტეტი, 11 ევროპული საგანმანათლებლო დაწერებულება.
საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაზე განიხილეს ისეთი თემები, როგორიცაა გემის გემბანზე პაკეტირებული ტვირთების დატვირთვის ხერხის სრულყოფა, ხილვადობა შავ ზღვაზე, ადამიანის სიცოცხლის დაცვის და პირველადი სამედიცინო დახმარების აქტუალური ასპექტები საერთაშორისო საზღვაო სამართალში, რეისში ელექტრონული სანავიგაციო რუკების კორექტურის თავისებურებები.
საერთაშორისო კონფერენციის ორგანიზატორი ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტი და ეკონომიკური კვლევების ეროვნული ინსტიტუტი იყო, პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად.
თემასთან დაკავშირებით მომზადებული სატელევიზიო მასალები იხილეთ აქ.

