სიახლეები უკან

საერთაშორისო ტრეინინგი „The International Maritime Technology Advanced Training Program—Webinar On Maritime Education In New Era“ 30.10.2020

30 ოქტომბერი 2020
123047675_4032924956718061_6589350202170161580_o.png       ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტის წარმომადგენლები საერთაშორისო ტრეინინგს „The International Maritime Technology Advanced Training Program—Webinar on Maritime Education in New Era“ დაესწრო. ? ტრეინინგი ერთკვირიანი იყო 26 ნოემბრიდან 30 ნოემბრის ჩათვლით მიმდინარეობდა. ტრეინინგის ფარგლებში განხილულ იქნა, ისეთი მნიშვნელოვნაი საკითები როგორებიცაა: ✅ COVID-19-ის გამოწვევები და დისტანციური წვრთვნისა და სწავლების პრაქტიკა; ✅ "ციფრული ტყუპები", როგორც საზღვაო ტექნოლოგიის ძირითადი ინოვაციები ინტელექტუალური გემების მუშაობისთვის; ✅ საზღვაო განათლებისა და წვრთვნის განვითარება ჩინეთში; ✅ PSC ინსპექტირების შედეგები; ✅ მეზღვაურთა შემოწმებისა და შეფასების პრაქტიკა; ✅ STCW კონვენციების განახლებები და ტენდენციები; ? ტრეინინგის ბოლო დღეს მონაწილეებმა ისაუბრეს თავიანთი საზღვაო საწვრთვნელი ცენტრების მიმართ პანდემიის შედეგად წარმოქმნილ გამოწვევებზე და გადაჭრის გზებზე. ? ტრეინინგს 40-მდე მონაწილე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ესწრებოდა და ის ონლაინ პლათფორმის საშუალებით ჩატარდა. ? ტრეინინგი შანხაის (ჩინეთი) მუნიციპალური განათლების კომისიის, შანხაის საზღვაო უნივერსიტეტისა და საზღვაო ლექტორთა საერთაშორისო ასოციაციის ერთობლივი ძალისხმევით განხორციელდა. ? ბნსუ-ს ჩართულობას ტრეინინგში ორგანიზება უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურმა გაუწია.