სიახლეები უკან

საერთაშორისო ტრენერთა ტრენინგი IMO Model Course 3.12-ის ფარგლებში

17 მაისი 2026

2026 წლის 11–15 მაისს, ბნუ-ს საერთაშორისო საზღვაო მომზადების ცენტრის ინსტრუქტორებმა და აკადემიურმა პერსონალმა მონაწილეობა მიიღეს ტრენერთა ტრენინგში (ToT) — „Assessment, Examination and Certification of Seafarers“ (IMO Model Course 3.12-ის შესაბამისად).

ტრენინგი ჩატარდა MTCC-Asia-ის (Maritime Technology Cooperation Centre for Asia) მიერ, რომელიც წარმოადგენს შანხაის საზღვაო უნივერსიტეტში (Shanghai Maritime University, China) დაფუძნებულ რეგიონულ ცენტრს. MTCC-Asia შექმნილია ევროკავშირის მიერ დაფინანსებული Global MTCC Network (GMN) პროექტის ფარგლებში და იმართება საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის (IMO) მხარდაჭერით.

ტრენინგის ფარგლებში მონაწილეებმა განიხილეს მეზღვაურთა შეფასების, გამოცდებისა და სერტიფიცირების თანამედროვე მიდგომები, საერთაშორისო სტანდარტები და საუკეთესო პრაქტიკები, რომლებიც დაფუძნებულია IMO-ს მოთხოვნებსა და STCW კონვენციის პრინციპებზე.

აღნიშნული პროფესიული განვითარების აქტივობა ხელს უწყობს ბნუ-ში საზღვაო განათლების ხარისხის გაუმჯობესებას, ინსტრუქტორებისა და აკადემიური პერსონალის პროფესიული კომპეტენციების განვითარებას და საერთაშორისო საზღვაო საგანმანათლებლო სტანდარტებთან შესაბამისობის კიდევ უფრო გაძლიერებას.