საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის უფროსის ვიზიტი კლაიპედას თხევადი ბუნებრივი აირის ტერმინალში
5 მარტი 2022
2022 წლის 22 თებერვალს ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის უფროსი, ასოცირებული პროფესორი გიორგი გაბედავა კლაიპედაში, ლიეტუვა ვიზიტის ფარგლებში კლაიპედას თხევადი ბუნებრივი აირის ტერმინალს (Klaipeda LNG Terminal) ეწვია.
იგი გაეცნო ტერმინალის მუშაობის პრინციპს და დაათვარიელა ტერმინალის ინფრასტრუქტურა. ტერმინალზე ვიტის შემდეგ შეხვედრა გამართა კლაიპედას თხევადი ბუნებრივი აირის ტერმინალის დირექტორთან ჯურგიტა სილინსკაიტე ვენსლოვიენეთან. შეხვედრაზე წარმოდგენილ იქნა პრეზენტაცია ტერმინალის კომერციული ასპექტების შესახებ. მხარეებმა ისაუბრეს სამომავლო შესაძლო თანამშრომლობის გზებზე და მიმართულებებზე. ტერმინალმა ფუნქციონირება დაიწყო 2014 წლის 3 დეკემბერს. Klaipeda LNG ტერმინალის-ის მშენებლობის დასრულების შემდეგ, ლიეტუვა გახდა მეხუთე ქვეყანა მსოფლიოში, რომელმაც გამოიყენა ტექნოლოგია თხევადი ბუნებრივი აირის შესაქმნელად.