სიახლეები უკან

საერთაშორისო ვებინარი -

20 ოქტომბერი 2024

2024 წლის 17 ოქტომბერს, ბნსუ-ს პერსონალმა და სტუდენტებმა მონაწილეობა მიიღეს საერთაშორისო ვებინარში - "Seafarers' Mental Health and Well-being: Translating Research into Practice" (მეზღვაურთა ფსიქიკური ჯანმრთელობა და კეთილდღეობა: კვლევის პრაქტიკაში გადატანა).

ვებინარის პანელის ერთ-ერთი მონაწილე ბნსუ-ს ასოცირებული პროფესორი გიორგი გაბედავა გახლდათ, რომელმაც წარადგინა მოხსენება თემაზე: "Seafarers' Mental Health and Well-being: Factors Impacting Seafarers' Mental and Career Intentions" (მეზღვაურთა ფსიქიკური ჯანმრთელობა და კეთილდღეობა: ფაქტორები, რომლებიც გავლენას ახდენენ მეზღვაურთა ფსიქიკურ მდგომარეობასა და კარიერულ გეგმებზე).

მოხსენება მოიცავდა იმ კვლევის ძირითად მიგნებებს, რომელიც ბნსუ-მ პარტნიორ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებთან (ლუბლიანას უნივერსიტეტი, დალიანის საზღვაო უნივერსიტეტი) თანამშრომლობით განახორციელა. კვლევას მხარს უჭერდნენ საზღვაო უნივერსიტეტების საერთაშორისო ასოციაცია (IAMU) და Nippon-ის ფონდი.

მსოფლიო საზღვაო უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებულ ვებინარს  200 მონაწილე ესწრებოდა.