სიახლეები უკან

საინფორმაციო შეხვედრა აკადემიური და მოწვეული პერსონალის დატვირთვის ოპტიმიზაციის საკითხებზე

21 აგვისტო 2025

2025 წლის 21 აგვისტოს, ბნუ-ში გაიმართა სამუშაო შეხვედრა აკადემიური და მოწვეული პერსონალის დატვირთვის საკითხებზე.

განხილული იქნა ინდივიდუალური და სემესტრული დატვირთვის სქემები, სწავლებისა და კვლევისთვის დროის განაწილება და დატვირთვის რელევანტურობა. შეხვედრა დაეფუძნა ფაქტობრივ მონაცემებსა და ანალიზს. მიღებული დასკვნები გამოყენებულ იქნა დატვირთვის კორექტირების პროცესში.

აღნიშნული მიდგომა ხელს უწყობს სწავლებისა და კვლევითი საქმიანობის დაბალანსებას.