საინფორმაციო შეხვედრა საზღვაო-საცურაო პრაქტიკის საკითხებზე
2025 წლის 1-ელ დეკემბერს, ბნუ-ს სტუდენტური სერვისების სამსახურმა გამართა საინფორმაციო შეხვედრა ბნუ-ს მესამე და მეოთხე კურსის სტუდენტებთან. შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა საზღვაო-საცურაო პრაქტიკის ორგანიზების, განხორციელებისა და მეზღვაურის წვრთნის სააღრიცხვო წიგნაკის წარმოების წესის დეტალური გაცნობა.
შეხვედრის ფარგლებში სტუდენტებს მიეწოდათ ამომწურავი ინფორმაცია საზღვაო პრაქტიკის გავლის პროცესთან დაკავშირებული ადმინისტრაციული და პრაქტიკული საკითხების შესახებ. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო დადგენილ მოთხოვნებს, მათ შორის, სავალდებულო ტრენინგებს, შესაბამის სერტიფიკატებს, აგრეთვე მეზღვაურის წვრთნის სააღრიცხვო წიგნაკის შეძენის, შევსებისა და დამადასტურებელი კომპეტენციების აღრიცხვის წესს.
სტუდენტური სერვისების სამსახურმა ხაზი გაუსვა აღნიშნული პროცედურების მნიშვნელობას როგორც სასწავლო პროცესის წარმატებით დასრულების, ასევე მომავალი პროფესიული საქმიანობისთვის აუცილებელი პრაქტიკული გამოცდილების მიღების კუთხით.
