საინფორმაციო შეხვედრები სტუდენტებისთვის: პროფორიენტაცია და კარიერული განვითარება
2024 წლის 18-19 ივლისს, პროფორიენტაციისა და კარიერული განვითარების ხელშეწყობის მიზნით, ბნსუ-ს სტუდენტური სერვისების სამსახურმა საზღვაო ნავიგაციისა და გემის მექანიკის საბაკალავრო პროგრამების სტუდენტებისთვის საინფორმაციო შეხვედრები ჩაატარა.
შეხვედრის ფარგლებში განიხილეს:
- Training Record Book - წარმოება;
- ბნსუ-ს პარტნიორი საკრუინგო კომპანიების მიერ შეთავაზებული ვაკანსიები;
- გასაუბრებისთვის საჭირო დოკუმენტების მომზადება;
- CV/რეზიუმეს შევსება;
- სამოტივაციო წერილის შედგენა.
საინფორმაციო შეხვედრას საწვრთნელი-გემი „ახტიარის“ პრაქტიკის ხელმძღვანელები, შორეული ნაოსნობის კაპიტანი, თამაზ ბოლქვაძე და უფროსი მექანიკოსი, გიორგი მგელაძე დაესწრნენ, რომლებმაც შეხვედრის მონაწილეებს მიაწოდეს პრაქტიკული ინფორმაცია და რეკომენდაციები აღნიშნულ საკითხებთან მიმართებით.
შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში მიმდინარეობდა.
