სამუშაო შეხვედრა საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელ მეზღვაურ პერსონალთან
2025 წლის 10 ივნისს, ბნუ-ში ჩატარდა სამუშაო შეხვედრა საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელ მეზღვაურ პერსონალთან, რომელის მიზანი იყო იმ სასწავლო კურსების იდენტიფიცირება, სადაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მოქმედი მეზღვაურების ჩართულობა.
შეხვედრის ფარგლებში განხორციელდა ადამიანური რესურსის კომპლექსური ანალიზი და პრაქტიკული სწავლების საჭიროებების შეფასება. განხილული იქნა აკადემიური პერსონალის რაოდენობრივი და საკვალიფიკაციო მაჩვენებლები. მიღებული შედეგები გამოყენებულ იქნა პროგრამების შემდგომი დაგეგმვის პროცესში.
აღნიშნული მიდგომა ზრდის პროგრამების შრომის ბაზრის მოთხოვნებთან შესაბამისობას.
