სიახლეები უკან

სამუშაო შეხვედრა სასწავლო პროცესის ადმინისტრირების ელექტრონული სისტემის გამოყენების საკითხებზე

26 თებერვალი 2026

2026 წლის 26 თებერვალს, ბნუ-ს განმახორციელებელი პერსონალისთვის გაიმართა ონლაინ სამუშაო შეხვედრა სასწავლო პროცესის ადმინისტრირების ელექტრონული სისტემის გამოყენების საკითხებზე.

შეხვედრის ფარგლებში განხილულ იქნა შემდეგი საკითხები:

  • მონაწილეებს გაეცნოთ ელექტრონული ჟურნალის ინტერფეისი და მისი ძირითადი ფუნქციონალი;
  • სასწავლო მასალის სისტემაში ატვირთვისა და კონკრეტულ სასწავლო კურსზე მიბმის პროცედურა;
  • ჯგუფში წერილების გაგზავნის მექანიზმი;
  • სილაბუსით განსაზღვრული სავალდებულო და დამატებითი ლიტერატურის განთავსების წესი;
  • სტუდენტებისთვის სასწავლო მასალის გადაგზავნისა და ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მექანიზმები;
  • აღრიცხვის (დასწრების) დაფიქსირების პროცედურა;
  • მიმდინარე შეფასებების სისტემაში ასახვისა და ქულების ადმინისტრირების წესები.

შეხვედრა წარიმართა დისკუსიის ფორმატში. მონაწილეებმა მიიღეს დეტალური განმარტებები და პრაქტიკული ინსტრუქციები სისტემის ეფექტიანად გამოყენების მიზნით.