სამუშაო ვიზიტი კორეის საზღვაო და ოკეანეთის უნივერსიტეტში
2022 წლის 14 ნოემბერს ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტის რექტორის მოადგილე გიორგი გაბედავა სამუშაო ვიზიტით ეწვია კორეის საზღვაო და ოკეანეთის უნივერსიტეტს (KMOU).
ვიზიტის ფარგლებში გიროგი გაბედავამ შეხვედრები გამართა საზღვაოსნო მეცნიერებების ფაკულტეტის დეკანთან პროფესორ ლიმ, სან იუონგთან და საერთაშორისო ურთიერთობების კოორდინატორთან ლიი ჰიანგთან. შეხვედრის ფარგლებში განხილულ იქნა უნივერსიტეტებს შორის თანამშორმლობის გაღრმავების საკითხები.
ასევე, რექტორის მოადგილემ შეხვედრა გამართა საზღვაო ტრეინინგ ცენტრის მენეჯერთან ჯუ მუნგ ჰოსთან და დაათვარიელა ცენტრის მატერიალურ ტექნიკური ბაზა, მათ შორის უნივერსიტეტის სასწავლო-საწვრთვნელი გემი.
ვიზიტის ფარგლებში ასევე, გიორგი გაბედავა შეხვდა ბნსუ-ს სტუდენტებს, რომლებიც 2022-2023 წლის შემოდგომის სემესტრში გაცვლითი პროგრამით აღნიშნულ უნივერსიტეტში იმყოფებიან.
ბნსუ კორეის საზღვაო და ოკენეთის უნივერსიტეტს (KMOU) პარტნიორი დაწესებულებაა და თანამშრომლობს სხვადასხვა მიმართულებით.
