სიახლეები უკან

სანაპიროს დასუფთავების აქცია

15 ნოემბერი 2019

75336288_3058105804199986_5424027272275296256_o.jpg

ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტები ბათუმის სანაპირო ზოლის დასუფთავების აქციაში ჩაერთნენ. აქტივობა პროექტ „საზღვაო ნარჩენების მართვა საქართველოში“ ფარგლებში გაიმართა.

ახალგაზრდებმა ზღვისპირა ზოლი ნარჩენებისგან გაათავისუფლეს. დღესვე გამოიყენეს სატელეფონო აპლიკაცია Marine Litter Watch”, რომლის საშუალებითაც შეგროვებული ნარჩენების იდენტიფიცირება მოხდა.

ზღვის და სანაპიროს დაბინძურების თავიდან აცილების მიზნით დაგეგმილია ბათუმის, ქობულეთის და ფოთის სანაპირო ზოლების დასუფთავება, ასევე სკოლებსა და უნივერსიტეტებში სემინირების ჩატარება.

პროექტი ,,ქალთა საერთაშორისო სანაოსნო და სავაჭრო ასოციაცია-საქართველოს’’ (wista georgia ) მიერ EMBLAS Plus-ის მხარდაჭერით ხორციელდება და ევროკომისია აფინანსებს.

პროექტის განხორციელებაში ჩართულია „საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო“, „ბათუმის ბულვარი“ და ბათუმის საერთაშორისო საკონტეინერო ტერმინალი (BICT).

თემასთან დაკავშირებით მომზადებული სატელევიზიო მასალა შეგიძლიათ იხილოთ აქ.