სიახლეები უკან

საზღვაო სფეროში მომუშავე ქალთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება

16 მაისი 2025

2025 წლის 16 მაისს, ბნსუ-ში საზღვაო სფეროში მომუშავე ქალთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა, სადაც საზღვაო სფეროს წარმომადგენელმა წარმატებულმა ქალებმა ერთმანეთს პროფესიული გამოცდილება გაუზიარეს და იმსჯელეს სექტორში არსებულ გამოწვევებსა და შესაძლებლობებზე.

ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტი მუდმივად მხარს უჭერს სექტორში ქალთა ჩართულობის გაძლიერებას. ბნსუ-ს ადმინისტრაციის ხელმძღვანელის-კანცლერის, ქალბატონი ლალი ხვედელიძის ინიციატივით, რომელიც ამავე დროს, ქალთა საერთაშორისო სანაოსნო და სავაჭრო ასოციაცია - WISTA Georgia-ს პრეზიდენტია, ჩვენი უნივერსიტეტის საზღვაო-საინჟინრო ფაკულტეტზე გოგონებისთვის სწავლა სრულად დაფინანსებულია.

საზღვაო სფეროში მომუშავე ქალთა საერთაშორისო დღე ყოველწლიურად 18 მაისს აღინიშნება.