საზღვაო შრომის ბაზრის კვლევის ანგარიში
საზღვაო შრომის ბაზრის კვლევა აჭარის დასაქმების სააგენტომ ჩაატარა, შედეგები კი საზღვაო სფეროში დასაქმებულ პირებს წარუდგინეს.
შეხვედრას ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტის რექტორი პარმენ ხვედელიძე და რექტორის მოადგილე გელა გვარიშვილის დაესწრნენ.
შეხვედრაზე იმ გამოწვევებზე ისაუბრეს, რომლის წინაშე მსოფლიოს საზღვაო შრომის ბაზარი დგას:
შემცირდა საკრუიზო ტურიზმის ხარჯთეფექტურობა;
მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება საკრუიზო ტურიზმში ახლად გაჩენილი სარესურსო ბაზრების დამკვიდრება და ადაპტაცია;
პრობლემად რჩება საკრუინგო კომპანიებს, სახელმწიფო სააგენტოებს,მეზღვაურთა პროფკავშირებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებს შორის კოორდინაციის ნაკლებობა.
კვლევის მიზანს წარმოადგენდა საზღვაო შრომის ბაზარის შესწავლა, კერძოდ, სხვადასხვა პოზიციაზე საქართველოს მოქალაქეების საზღვაო სფეროში დასაქმების პერსპექტივის
განსაზღვრა, როგორც ტვირთმზიდ გემებზე, ასევე საკრუიზო ლაინერებზე.
კვლევის ფარგლებში გამოიყენეს სამაგიდე კვლევა და
ჩაღრმავებული (ექსპერტული) ინტერვიუ. სულ გამოიკითხა 25 რესპონდენტი, ექსპერტი, მათ შორის ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტის წარმომადგენლები.
შეხვედრაზე გაიცა რეკომენდაციები.
კვლევის შედეგები გამოყენებული იქნება ბნსუ-ს მიერ კონტინგენტის დაგეგმვისა და შრომის ბაზრის შემაჯამებელი ანალიზის პროცესებში.

