სიახლეები უკან

SDG’s Youth ბათუმი 2025 – სტუდენტების ინიციატივა გლობალური მიზნებისთვის

5 დეკემბერი 2025

2025 წლის 3-4 დეკემბერს, ბნუ-ში გაიმართა სტუდენტური ფესტივალი: „SDG’s Youth ბათუმი – სტუდენტების ინიციატივა გლობალური მიზნებისთვის“.

ღონისძიებამ, რომელიც ბნუ-ს სტუდენტებისა და პროფესიული სტუდენტების თვითმმართველობის ინიციატივითა და ახალგაზრდობის რეგიონული ცენტრის მხარდაჭერით ჩატარდა, გააერთიანა ბნუ-სა და რეგიონის უნივერსიტეტების სტუდენტები გაეროს მდგრადი განვითარების 17 მიზნის გარშემო.

ფესტივალის პირველ დღეს, ახალგაზრდებმა მოისმინეს პრეზენტაციები მდგრადი განვითარების მიზნებზე, თანამედროვე გამოწვევებსა და მათი გადაჭრის გზებზე, იმსჯელეს და დაგეგმეს ინიციატივების განხორციელების ეტაპები. მეორე დღე აქტიური და შთამაგონებელი აღმოჩნდა. განხილულ იქნა ინტერნაციონალიზაციის პროცესი, ქალების როლი საზღვაო სექტორში, ასევე გაიმართა პრეზენტაციები და დისკუსია. ღონისძიების ფარგლებში სტუდენტები გაეცნენ ახალგაზრდობის რეგიონული ცენტრის საქმიანობას, გამოვლინდა ვიდეოებისა და მურალის ესკიზების კონკურსების გამარჯვებულები, რომლებიც სიმბოლურად დაჯილდოვდნენ.

ფესტივალის დასკვნით ნაწილში, რეგიონის ოთხი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტურ თვითმმართველობებს შორის - ბათუმის ნავიგაციის უნივერსიტეტი, ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი და ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი -  ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. ეს არის მნიშვნელოვანი მოვლენა, რომელიც მომავალში ახალ სტუდენტურ და ახალგაზრდულ შესაძლებლობებს გააჩენს.

კიდევ ერთხელ მადლობა მონაწილეებსა და პროექტის მხარდამჭერებს.

აჭარის ტელევიზიის სიუჟეტი