სიახლეები უკან

შეხვედრა „გემის მექანიკის“ საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში

6 ოქტომბერი 2025

2025 წლის 6 ოქტომბერს, ბნუ-ში  „გემის მექანიკის“ საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის ხელმძღვანელმა, უფროსმა მექანიკოსმა კახაბერ ხინთიბიძემ, საინფორმაციო შეხვედრა გამართა პროგრამის პირველკურსელ სტუდენტებთან და მობილობით გადმოსულ სტუდენტებთან.

შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა სტუდენტებისთვის სასწავლო პროგრამის სტრუქტურისა და შინაარსის გაცნობა, პროგრამის თავისებურებების განმარტება, ასათვისებელი პროფესიული კომპეტენციების განხილვა, აგრეთვე დარგში მიმდინარე სიახლეებისა და მოქმედი რეგულაციების შესახებ ინფორმაციის მიწოდება.

შეხვედრის ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სასწავლო პროცესის ორგანიზების წესს, პრაქტიკული და თეორიული სწავლების მნიშვნელობას, ასევე იმ მოთხოვნებს, რომლებიც აუცილებელია მომავალი პროფესიული საქმიანობის წარმატებით განხორციელებისთვის საზღვაო სფეროში.

აღნიშნული შეხვედრა მიზნად ისახავდა სტუდენტთა აკადემიური ადაპტაციის ხელშეწყობას და მათი პროფესიული განვითარების მიმართულებით სწორი ორიენტაციის ჩამოყალიბებას.