შეხვედრა პროექტის “დუალური განათლების განხორციელების შესაძლებლობების გაძლიერება საქართველოში უმაღლეს განათლებაში“ შესახებ
2023 წლის 21-22 თებერვალს ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, რექტორის მეორე მოადგილე საგანმანათლებლო პროცესების მართვისა და საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით ესწრება ERASMUS+ Capacity Building-is პროექტის “დუალური განათლების განხორციელების შესაძლებლობების გაძლიერება საქართველოში უმაღლეს განათლებაში (DUGEOR” გახსნით შეხვედრას.
რექტორის მოადგილემ პროექტის კონსორციუმის წევრებს წარუგდინა მოხსენება ბნსუ-ს შესახებ, უნივერსიტეტში მიმდინარე და დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ.
ასევე, წარადგინა ლოგისტიკური კომპანია “ინტერლოგ ჯორჯია“, რომელიც ბნსუ-თან ერთად იქნება ჩართული, როგორც პარტნიორი ორგანიზაცია.
პროექტის მიზანია:
დუალური განათლების დანერგვა საქართველოს უმაღლესი განათლების სისტემაში;
დუალური განათლების საშუალებით სტუდენტებისთვის მეტი შესაბამისი ცოდნისა და უნარების ათვისების შესაძლებლობა;
საქართველოს საკანონმდებლო ბაზისა და აკრედიტაციის სტანდარტების დახვეწა დუალურ განათლებასთან ადაპტაციის მიზნით;
დუალური განათლების ზოგადი მოდელის შემუშავება (DUGEOR მოდელი) საქართველოში სხვადასხვა საჭიროებებისა და ინტერესების მხარდასაჭერად სტუდენტებისთვი, კომპანიებისთვის, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის (უსდ) და უმაღლეს სასწავლებლებისთვის რეკომენდაციების მიწოდებას დუალური განათლების განსახორციელებლად.
პროექტის კონსორციუმი 16 წევრისგან შედგება, მათ შორის 4 უცხოური უნივერსიტეტი (სერბეთი; ავსტრია; გერმანია), 5 ქართული უნივერსიტეტი და 5 პარტნიორი ორგანიზაცია.
კონსორციუმის წევრია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო და განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი.
პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ ERASMUS+ Capacity Building პროგრამის ფარგლებში.
აღნიშნული პროექტის 2023 წლის 1 იანვარს დაიწყო 2026 წლის 31 დეკემბერს დასრულდება.
შეხვედრის მასპინძელი საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტია.
