სიახლეები უკან

შეხვედრა სტუდენტებთან

28 ოქტომბერი 2019

 

 

esbbbbb.jpg

 

საზღვაო განათლება - მოთხოვნები და შესაძლებლობები;

წვრთნის სააღრიცხვო წიგნაკის დანიშნულება და შევსების წესი;

www.georgianseafarers.gov.ge - მეზღვაუთა პორტალი.

ეს ის საკითხებია, რომელიც ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტში გამართულ შეხვედრაზე სტუდენტებს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს მეზღვაურთა დეპარტამენტის უფროსმა ნინო გორგოშაძემ და მეზღვაურთა განათლების სისტემაზე ზედამხედველობის სამმართველოს უფროსმა ნინო ორაგველიძემ გააცნეს.

ნინო გორგოშაძემ ახალგაზრდებს მეზღვაურთა განათლებისა და წვრთნის საწყისები, ასევე განვითარების ეტაპები გააცნო. ისაუბრა კომპეტენციაზე დაფუძვნებული განათლების მიღების შესაძლებლობაზე.

განიხილეს მეზღვაურის-ფუნქცია/მოვალეობები და პროფესიის შესაძლებლობები.

განსაკუთრებული ხაზი გაესვა წვრთნის სააღრიცხვო წიგნაკის -TRB შევსების აუცილებლობას და წესებს.

საზღვაო სფეროში მსოფლიო მასშტაბით სულ 500-ზე მეტი საზღვაო განათლებისა და წვრთნის დაწესებულება ფუნქციონირებს.