შიდა მიზნობრივი საგრანტო კვლევითი პროექტის კონკურსის შედეგები
ბათუმის ნავიგაციის უნივერსიტეტში 2026 წლის შიდა მიზნობრივი საგრანტო კვლევითი პროექტის კონკურსის გამარჯვებული გამოვლინდა.
საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილებით, გამარჯვებულად დასახელდა კვლევითი პროექტი „ზღვაზე გემების შეჯახების თავიდან აცილების საერთაშორისო წესები (COLREG) – კომენტარებით“, რომლის ხელმძღვანელია ბნუ-ს ასისტენტ-პროფესორი, ნუგზარ ბოლქვაძე. პროექტის განხორციელების ვადა ერთი წლით განისაზღვრა.
პროექტი მიზნად ისახავს COLREG-ის საერთაშორისო წესების პრაქტიკული განმარტებებისა და კომენტარების მომზადებას, რაც ხელს შეუწყობს როგორც საზღვაო განათლების ხარისხის გაუმჯობესებას, ისე მომავალი მეზღვაურებისა და დარგის სპეციალისტებისთვის თანამედროვე სასწავლო რესურსის შექმნას.
ბნუ წარმატებას უსურვებს პროექტის გუნდს. აღნიშნული კვლევა მნიშვნელოვანი წვლილი იქნება საზღვაო განათლებისა და სამეცნიერო საქმიანობის განვითარებაში.
