სიახლეები უკან

შიდასაუნივერსიტეტო ტურნირი მაგიდის ჩოგბურთში

6 ნოემბერი 2018

45499194_2397962583547648_1576682021915197440_o.jpg

2018 წლის 6 ნოემბერს ბნსუ-ში გაიმართა შიდასაუნივერსიტეტო ტურნირი მაგიდის ჩოგბურთში. მეოთხედფინალურ, ნახევარფინალურ და ფინალურ ტურში მონაწილეობა მიიღო ბნსუ-სა და ,,მახინჯაურის ლიცეუმის" 24-მა სტუდენტმა. ტურნირის გამარჯვებულებია ბნსუ-ს საზღვაო-საინჟინრო ფაკულტეტის 1-ლი კურსის სტუდენტი ვადიმ ავდალოვი (I ადგილი), საზღვაო-საინჟინრო ფაკულტეტის მე-3 კურსის სტუდენტი იგორ ბასილაძე (II ადგილი) და საზღვაო-საინჟინრო ფაკულტეტის 1-ლი კურსის სტუდენტი კახა ფუტკარაძე (III ადგილი).