სიმპოზიუმში „International Day for Women in Maritime“
18 მაისი 2022
2022 წლის 18 მაისს ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტის პერსონალმა სიმპოზიუმში „International Day for Women in Maritime“ მიიღო მონაწილეობა. სიმპოზიუმი საზღვაო სფეროში მომუშავე ქალთა დღეს მიეძღვნა. სიმპოზიუმი საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა კიტაკ ლიმ გახსნა. საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციამ (IMO) ???????? მაისს საზღვაო სფეროში მომუშავე ქალთა დღე აღნიშნა, რითიც მხარს უჭერს საზღვაო სფეროში ქალთა დასაქმების ხელშეწყობას, მათი როლის გაზრდას და ასევე, IMO-ს ერთგულების გაძლიერებას გაეროს მდგრადი განვითარების V მიზნის - გენდერული თანასწორობის მიმართ. IMO-ს ასამბლეამ ამ დღის დაწესების შესახებ რეზოლუცია 2021 წელს მიიღო და წელს პირველად აღინიშნება.
