სიახლეები უკან

სტუდენტთა დაფინანსება სოციალური პროგრამების ფარგლებში

22 ივლისი 2026

სტუდენტთა საყურადღებოდ!

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო აცხადებს სტუდენტთა დაფინანსების სოციალური პროგრამების ფარგლებში განაცხადების მიღებას.

სახელმწიფო სასწავლო გრანტის/სასწავლო სამაგისტრო გრანტის მოპოვება შეუძლიათ 2025 წლის 17 დეკემბრამდე ჩარიცხულ გარკვეული კატეგორიის სტუდენტებს.

ბაკალავრიატის სტუდენტებისთვის: განაცხადის წარდგენა - 2026 წლის 26 აგვისტოდან 25 სექტემბრის ჩათვლით.

მაგისტრანტებისთვის: განაცხადის წარდგენა - 2026 წლის 28 სექტემბრიდან 12 ოქტომბრის ჩათვლით.

განაცხადები მიიღება მხოლოდ ელექტრონულად პორტალზე: http://socreg.mes.gov.ge 

დაფინანსების პირობებისა და საჭირო დოკუმენტების შესახებ დეტალური ინფორმაცია ხელმისაწვდომია საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ვებგვერდზე.

დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ ბნუ-ს სტუდენტური სერვისების სამსახურს.