სიახლეები უკან

სტუდენტთა X საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია

18 მაისი 2026

2026 წლის 18 მაისს, ბათუმის ნავიგაციის უნივერსიტეტში სტუდენტთა X საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა. კონფერენციამ, რომელიც ონლაინ ფორმატში გაიმართა, თავი მოუყარა სტუდენტებს, პროფესიულ სტუდენტებს, ახალგაზრდა მკვლევრებსა და აკადემიურ პერსონალს საქართველოსა და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან.

კონფერენცია ბნუ-ს მრავალწლიანი აკადემიური ტრადიციის ნაწილია და წელს საიუბილეო მე-10 საერთაშორისო სტუდენტური კონფერენციის ფორმატში ჩატარდა. ღონისძიება გამოირჩეოდა ფართო საერთაშორისო და აკადემიური წარმომადგენლობით.

კონფერენციაზე წარმოდგენილი 88 სამეცნიერო ნაშრომი 217 ავტორსა და მონაწილეს აერთიანებდა. სტუდენტებთან ერთად აქტიურად იყვნენ ჩართული ?? აკადემიური ხელმძღვანელი (Academic Supervisor), რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს სტუდენტური კვლევებისა და აკადემიური მხარდაჭერის მნიშვნელობას.

კონფერენციაში მონაწილეობდნენ 20 სხვადასხვა უნივერსიტეტის, საგანმანათლებლო და აკადემიური ინსტიტუციის წარმომადგენლები მსოფლიოს 12 ქვეყნიდან, მათ შორის: საქართველოდან, ბელგიიდან, ლიეტუვიდან, თურქეთიდან, საფრანგეთიდან, სამხრეთ აფრიკიდან, ჩინეთიდან, ფილიპინებიდან, სერბეთიდან, ბულგარეთიდან, მონტენეგროდან და პოლონეთიდან.

კონფერენციის გახსნით სესიაზე მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს როგორც ბნუ-ს, ასევე საერთაშორისო პარტნიორი უნივერსიტეტებისა და ორგანიზაციების წარმომადგენლებმა, მათ შორის ევროპის პროფესიული განათლების ასოციაციის (EVTA), KEDGE Business School-ის, კლაიპედას უნივერსიტეტის, მონტენეგროს უნივერსიტეტის, Stellenbosch Uniersity-ისა და შანხაის საზღვაო უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა.

კონფერენციის პროგრამა მოიცავდა ინგლისურენოვან, საზღვაო ტრანსპორტისა და ლოგისტიკის, ასევე ჰუმანიტარულ, სოციალურ და ზუსტ/საბუნებისმეტყველო მეცნიერებების სექციებს, სადაც განხილულ იქნა თანამედროვე საზღვაო ინდუსტრიის, ლოგისტიკის, ხელოვნური ინტელექტის, გარემოს დაცვის, ბიზნესის, განათლებისა და სოციალური მეცნიერებების აქტუალური საკითხები.

აღსანიშნავია, რომ კონფერენციაში აქტიურად მონაწილეობდნენ პროფესიული სტუდენტებიც, რაც ხელს უწყობს პროფესიული და უმაღლესი განათლების ინტეგრაციას, სტუდენტთა კვლევითი უნარების განვითარებასა და საერთაშორისო აკადემიურ სივრცეში მათ ჩართულობას.

კონფერენციის დასასრულს მონაწილეებმა ხაზი გაუსვეს მსგავსი საერთაშორისო აკადემიური პლატფორმების მნიშვნელობას სტუდენტური კვლევების განვითარების, გამოცდილების გაზიარებისა და სამომავლო თანამშრომლობის გაღრმავების მიმართულებით.

ღონისძიება ორგანიზებული იყო ბნუ-ს აკადემიური, ადმინისტრაციული და სტუდენტური გუნდების აქტიური ჩართულობით.