სიახლეები უკან

სტუდენტური სტაჟირების გამოცხადების შესახებ

8 ოქტომბერი 2026

ბათუმის ნავიგაციის უნივერსიტეტი აცხადებს შიდა ანაზღაურებისგარეშე სტაჟირებას ბნუ-ს აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტებისათვის შემდეგ სტრუქტურულ ერთეულებში:

საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური - 1 (ერთი) ვაკანტური პოზიცია;

საერთაშორისო საზღვაო მომზადების ცენტრი - 1 (ერთი) ვაკანტური პოზიცია.

  • ანაზღაურებისგარეშე სტაჟირების ვადა 6 (ექვსი) თვე;
  • სტაჟიორთა ძირითადი ფუნქციები და შესასრულებელი სამუშაოს აღწერილობისთვის იხილეთ დანართი №1;
  • სტაჟიორთა უფლება-მოვალეობები, სტაჟირების სხვა პირობები და სამუშაოს შესრულების კონკრეტული პირობები განისაზღვრება სტაჟიორსა და შპს „ბათუმის ნავიგაციის უნივერსიტეტს“ შორის გაფორმებული შესაბამისი ხელშეკრულებით;

სტაჟიორთა შერჩევასთან დაკავშირებული საკონკურსო ვადები:

  • სტაჟირების შესახებ ინფორმაციის საჯაროდ გამოქვეყნება ბნუ-ს ვებგვერდზე – 08.10.2026;
  • საკონკურსო დოკუმენტაციის მიღება – 09.10.2026-დან 13.10.2026-მდე;
  • გასაუბრება მუდმივმოქმედ სკონკურსო კომისიასთან – 15.10.2026;
  • კონკურსის შედეგების გამოცხადება და დაინტერესებულ პირთა ინფორმირება ბნუ-ს ოფიციალური ვებგვერდის (www.bnu.edu.ge) მეშვეობით  – 16.10.2026.
  • კონკურსის შედეგად შერჩეულ კანდიდატთა სტაჟიორად დანიშვნის შესახებ რექტორის შესაბამისი ბრძანების გამოცემა - 16.10.2026.

სტაჟიორთა შესარჩევ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად წარმოსადგენი დოკუმენტები:

  • განცხადება საკონკურსო კომისიის თავმჯდომარის სახელზე;
  • პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
  • ბნუ-ს აქტიური სტუდენტის სტატუსის დამადასტურებელი ცნობა;

საკონკურსო დოკუმენტები წარდგენილ იქნეს მატერიალური ფორმით ბნუ-ში, მისამართზე: ქ. ბათუმი, თამარ მეფის გამზირი №38, I სართული, ოთახი №107, ან ელექტრონული ფორმით ბნუ-ს ოფიციალურ ელექტრონულ ფოსტაზე: info@bnu.edu.ge.