ტრეინიგი ,,გენდერული ნიშნით ძალადობა და შევიწროვება“

ტრეინიგი ,,გენდერული ნიშნით ძალადობა და შევიწროვება“
2018 წლის 13 სექტემბერს, საზღვაო ტრანსპორტის სააგენტომ, გაეროს ქალთა საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლობამ საქართველოში (UN Woman Georgia) და საქართველოს „ქალთა საერთაშორისო სანაოსნო და სავაჭრო ასოციაციამ”- (WISTA Georgia), რიგით მე-2 საერთაშორისო საზღვაო ფორუმის GIMF 2018 -ის ფარგლებში ხელი მოაწერეს მემორანდუმს, რომლის უმთავრესს მიზანს წარმოადგენს ქალბატონების ეკონომიკური და სოციალური გაძლიერება, ინტეგრაცია და მხარდაჭერა.
მიმდინარე წლის 25 ნოემბრიდან 10 დეკემბრის ჩათვლით, გაეროს ქალთა ორგანიზაცია (UN Woman) აწარმოებს სოციალურ კამპანიას - 16 დღიან აქტივობას გენდერული ნიშნით ძალადობისა და შევიწროვების წინააღმდეგ.
აღნიშნული კამპანიის ფარგლებში, 2018 წლის 26 ნოემბერს, 16 საათზე, ბათუმის ნავიაციის სასწავლო უნივერსიტეტში, გაეროს ქალთა ორგანიზაცია საქართველოს წარმომადგენლობის (UN Woman Georgia) მხარდაჭერით, სახალხო დამცველის აპარატი უნივერსიტეტის თანამშრომლებისათვის გამართავს ტრეინინგს გენდერული ნიშნით ძალადობისა და შევიწროვების საკითხებთან დაკავშირებით. #HearmeToo
#საზღვაოტრანსპორტისსააგენტო
