სიახლეები უკან

ტრენინგი: ადამიანური რესურსების მართვა

26 სექტემბერი 2025

2025 წლის 23-25 სექტემბერს, ბნუ-ს ადამიანური რესურსების სამსახურის სპეციალისტმა, ანიტა ახალაძემ, მონაწილეობა მიიღო ტრენინგში ადამიანური რესურსების მართვის მიმართულებით.

ტრენინგის ფარგლებში განხილულ იქნა გუნდის ფორმირების თავისებურებები, შრომის სამართლის საფუძვლები, თანამშრომელთა შერჩევისა და სამსახურში აყვანის პროცესი, ახალი თანამშრომლების ადაპტაციისა და ონბორდინგის მოდელები, ასევე თანამშრომელთა მოტივაციისა და შესრულების შეფასების თანამედროვე მეთოდები.

გარდა ამისა, ტრენინგი მოიცავდა ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორიცაა:

  • ეფექტური ვაკანსიის გამოცხადება და კანდიდატების შერჩევის სტრატეგიები;
  • თანამშრომელთა მოტივაციის ტიპები და პრაქტიკული ინსტრუმენტები;
  • KPI და OKR სისტემების გამოყენება სამუშაოს შეფასებაში;
  • შიდა კომუნიკაციისა და კორპორატიული კულტურის გაძლიერება.

ტრენინგი „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით BDO აკადემიამ განახორციელა.