სიახლეები უკან

ტრენინგი: აკადემიური და კვლევითი ეთიკისა და პლაგიატის პრევენცია

20 მარტი 2026

2026 წლის 20 მარტს, ბნუ-ს სტუდენტებისთვის ჩატარდა ტრენინგი აკადემიური და კვლევითი ეთიკისა და პლაგიატის პრევენციის თემაზე, რომელსაც უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორი თათია ცეცხლაძე უძღვებოდა.

ტრენინგის ფარგლებში სტუდენტებმა მიიღეს ინფორმაცია აკადემიური კეთილსინდისიერების პრინციპების, კვლევითი ეთიკის სტანდარტებისა და პლაგიატის თავიდან აცილების ეფექტიანი გზების შესახებ. ყურადღება გამახვილდა სანდო წყაროების სწორ გამოყენებაზე, ციტირების წესებზე და აკადემიური ნაშრომის დამოუკიდებლად შექმნის მნიშვნელობაზე.

შეხვედრა ინტერაქტიულ რეჟიმში წარიმართა, სადაც მონაწილეებმა განიხილეს პრაქტიკული მაგალითები და მიიღეს რეკომენდაციები, რომლებიც მათ დაეხმარებათ როგორც სასწავლო პროცესში, ასევე სამომავლო აკადემიურ და პროფესიულ საქმიანობაში.

აღნიშნული ტრენინგი მნიშვნელოვანი იყო სტუდენტებში აკადემიური პასუხისმგებლობისა და ეთიკური ცნობიერების გაძლიერებისთვის, რაც ხარისხიანი განათლების ერთ-ერთ მნიშვნელოვან საფუძველს წარმოადგენს.