ტრენინგი: აკადემიური და კვლევითი ეთიკისა და პლაგიატის პრევენციის თემაზე
სტუდენტთა აკადემიური და კვლევითი ეთიკის, აკადემიური კეთილსინდისიერების, პლაგიატის პრევენციისა და აკადემიური წერის სტილის მოთხოვნების ცოდნის შეფასების მიზნით ბნუ-ში შემუშავდა სპეციალური კითხვარი. გამოკითხვის შედეგების ანალიზის საფუძველზე დაიგეგმა მიზნობრივი ტრენინგი, რომელიც ჩატარდა 2025 წლის 29 ნოემბერს.
ტრენინგი თემაზე „აკადემიური და კვლევითი ეთიკა, აკადემიური კეთილსინდისიერება, პლაგიატის პრევენცია და აკადემიური წერის სტილის მოთხოვნები“ განახორციელა ეკონომიკური კვლევების ეროვნულმა ინსტიტუტმა. შეხვედრის ფარგლებში განხილული იყო აკადემიური კეთილსინდისიერების ძირითადი პრინციპები, პლაგიატის ფორმები და მათი პრევენციის მექანიზმები. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო აკადემიური წერის სტილისა და ციტირების წესების დაცვას.
აღნიშნული აქტივობა ხელს უწყობს სტუდენტებში აკადემიური პასუხისმგებლობისა და ეთიკური კვლევითი კულტურის განმტკიცებას.
