ტრენინგი ISO 9001:2026 სტანდარტის ცვლილებების შესახებ
2026 წლის 9 და 10 ოქტომბერს, ბათუმის ნავიგაციის უნივერსიტეტის ადმინისტრაციული პერსონალის წარმომადგენლებმა მონაწილეობა მიიღეს ტრენინგში თემაზე - „ISO 9001:2026 სტანდარტის ცვლილებები და მათი მნიშვნელობა ხარისხის მენეჯმენტის სისტემის გაუმჯობესებისთვის“.
ტრენინგს უძღვებოდა მოწვეული ტრენერი, ნათია ზედგინიძე, რომელმაც მონაწილეებს გააცნო ISO 9001:2026 სტანდარტით გათვალისწინებული ცვლილებები, მათი მნიშვნელობა და ხარისხის მენეჯმენტის სისტემის ეფექტიანი ფუნქციონირებისათვის საჭირო მიდგომები.
ტრენინგის ფარგლებში ყურადღება გამახვილდა ხარისხის მენეჯმენტის სისტემის უწყვეტი გაუმჯობესების, პროცესების ეფექტიანი მართვისა და ორგანიზაციული საქმიანობის საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის მნიშვნელობაზე.
ტრენინგი ხელს შეუწყობს ორგანიზაციაში ხარისხის კულტურის განვითარებას, პროცესების გაუმჯობესებასა და ხარისხის მენეჯმენტის სისტემის ეფექტიანობის ამაღლებას.
