სიახლეები უკან

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი თავდაცვის სამინისტროსთან 6.08.2020

11 აგვისტო 2020

sss.jpg

 

2020 წლის 6 აგვისტოს, აგვისტოს, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და საქართველოში ავტორიზებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის.

ერემონიას ესწრებოდა ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტის რექტორის მოადგილე გელა გვარიშვილი, რომელმაც მემორანდუმს მოაწერა ხელი.

დოკუმენტის ფარგლებში:

უმაღლეს სასწავლებლებში სამინისტროს ხელმძღვანელების მიერ საჯარო ლექციები გაჩატარდება;

ასევე, სამხედრო ქვედანაყოფებში ექსკურსიები დაიგეგმება;

განხორციელდება შემეცნებით-საგანმანათლებლო პროექტები და სამხედრო თემატიკის შესახებ სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობა.

თავდაცვის მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, სამინისტრო უმაღლეს სასწავლებლებში ჩარიცხული სამხედროებისა და მათი ოჯახის წევრებისთვის სწავლის საფასურის 50%-იან თანადაფინანსებას უზრუნველყოფს. მისივე თქმით, მაღალი აკადემიური მოსწრების სტუდენტები დამატებით სემესტრულად 750 ლარის ოდენობით „მინისტრის სტიპენდიას” მიიღებენ.

შეხვედრის შესახებ ვიდეომასალა იხილეთ აქ.