სიახლეები უკან

ვებინარი: მეცნიერებამეტრიული ინდექსები, მათი რაობა, სახეები და მნიშვნელობა მეცნიერისთვის

26 ოქტომბერი 2025

2025 წლის 25 ოქტომბერს, ბნუ-ს კვლევების ცენტრის ორგანიზებით, ჩატარდა ვებინარი თემაზე — „მეცნიერებამეტრიული ინდექსები, მათი რაობა, სახეები და მნიშვნელობა მეცნიერისთვის“.

ვებინარი განკუთვნილი იყო უნივერსიტეტის აკადემიური და მოწვეული პერსონალისთვის და მიზნად ისახავდა მონაწილეთა ცოდნის გაღრმავებას თანამედროვე სამეცნიერო შეფასების სისტემების შესახებ.

სესიაში განხილულ იქნა ისეთი საკითხები, როგორიცაა მეცნიერებამეტრიული ინდექსების ტიპები (მაგ. h-index, i10-index, Impact Factor), მათი გამოყენება მკვლევართა აქტივობისა და პუბლიკაციების გავლენის შეფასებაში, აგრეთვე პრაქტიკული რეკომენდაციები ინდივიდუალური სამეცნიერო პორტფოლიოს გაუმჯობესებისთვის.

ღონისძიება მიზნად ისახავდა უნივერსიტეტის პერსონალის ჩართულობისა და კომპეტენციის ამაღლებას კვლევითი საქმიანობის ხარისხის გაუმჯობესებისთვის.