სიახლეები უკან

ვიქტორ სენსილას (Viktor Sencila) ვიზიტი ბნსუ-ში

29 ნოემბერი 2021

2021 წლის 29 ნოემბრიდან 3 დეკემბერის ჩათვლით ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტს ERASMUS+ საერთაშორისო კრედიტ მობილობის პროგრამის ფარგლებში (ICM – Mobility for Teaching ) პარტნიორი უნივერსიტეტის „კლაიპედას უნივერსიტეტი“ პროფესორი, საზღვაო ტექნოლოგიებისა და მეცნიერებების ფაკულტეტის დეკანი ვიქტორ სენსილა (Viktor Sencila) ეწვია.

ვიზიტის ფარგლებში პროფესორმა მთელი კვირის განმავლობაში ლექციები ჩაუტარა ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტებს შემდეგ თემებზე:

  • Introduction to Lithuania and presentation of Klaipeda port and Klaipeda university;
  • Carriage by sea historical development;
  • Contemporary maritime transportation features and trends;
  • Port structural division and management models;
  • Dry ports in theory and practice;
  ასევე, სტუმართან შეხვედრები გამართა უნივერსიტეტის რექტორმა, კანცელრმა და საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის უფროსმა. შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა ისაუბრეს თანამშრომლობის გაღრმავების გზებზე და დასახეს შესაბამისი გზები.   ვიზიტის ფარგლებში დაიგეგმა კულტურული აქტივობები, რომლის ფარგლებშიც პროფესორი იმყოფებოდა მთიან აჭარაში, ეთნოგრაფიულ და ძმები ნობელების მუზეუმებში.