სიახლეები უკან

ვიზიტი ლიეტუვას რესპუბლიკის პრეზიდენტის სამოქალაქო განათლების ოფისში და ლიეტუვას რესუპუბლიკის პარლამენტშ

5 მარტი 2022
2022 წლის 25 თებერვალს ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის უფროსი გიორგი გაბედავა გაცნობითი ვიზიტით იმყოფებოდა ლიეტუვას რესპუბლიკის პრეზიდენტის სამოქალაქო განათლების ოფისში და ლიეტუვას რესუპუბლიკის პარლამენტში, ქალაქი ვილნიუსი.   ვიზიტის ფარგლებში სამსახურის უფროსმა დაათვარიელა სამოქალაქო განათლების ცენტრისა და პარლამენტის იფრასტრუქტურა.   ვიზიტის ფარგლებში, ის შეხვდა ლიეტუვას რესპუბლიკის გარემოს დაცვის მინისტრის მრჩეველს და დაესწრო მინისტრის მიერ ჩატარებულ შეხვედრას.   შეხვედრის ფარგლებში , სამსახურის უფროსმა მრჩეველთან განიხილა სხვადასხვა პროექტების შემუშავებისა და განხორციელების შესაძლებლობა, რომლებიც მიმართული იქნება საზღვაო გარემოს დაცვაზე და ხელს შეუწყობს მდგრად განვითარებას.   სამსახურის უფროსმა დააფიქსირა ბნსუ-ს მზაობა ჩაერთოს და აქტიური მონაწილეობა მიიღოს მსგავს პროექტებში.